ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კახა კალაძე დასავლურ გზავნილებს „უკუღმა“ კითხულობს

ცალ ფეხზე დგომას და მონობას ვინც სთხოვს, ამას კარგად ხვდება საზოგადოება და კი დგას ცალ ფეხზე იმ ერთი კაცისთვის, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან კახა კალაძის განცხადებას.

მისივე თქმით, კალაძე დასავლურ გზავნილებს "უკუღმა" კითხულობს.

„დასავლეთს რაც შეეხება, ერთი ხელით ამბობს, რომ თითქოს, ესმის რა არის დასავლური ღირებულებები, მაგრამ უკუღმა წაუკითხავს კალაძეს, თუ ასე კითხულობს დასავლურ გზავნილებს. რა ენაზე კითხულობს, ესეც საინტერესოა,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტატუსი მიიღონ, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან "ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს."

„აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ჩვენ კი ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "იმედთან."

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს