გიორგი ტყემალაძე ზვიად კუპრავას - თქვენ ხართ პროვოკატორი, მოსული ხართ იმისათვის, რომ ყველაფერი იკადროთ

თქვენ ხართ პროვოკატორი. თქვენ მოსული ხართ იმისათვის, რომ ყველაფერი იკადროთ, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზვიად კუპრავას.

ზვიად კუპრავამ დღევანდელ სხდომაზე ბოლო დროს ბავშვებთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევებზე ისაუბრა, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა დიდ დიღომში მომხდარი შემთხვევაც, სადაც 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ამ შემთხვევის ხსენებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„მე, მესმის, რომ ხელისუფლება და კალაძე არაფერზე არიან პასუხისმგებლები, არც იმაზე, რომ ამ ქალაქში შადრევანი არ არის უსაფრთხო, ხელისუფლება არც იმაზეა პასუხისმგებელი რომ ბატუტებზე ბავშვები იღუპებიან და შესაბამისად, დღეს აღმოჩნდა, რომ არც საქანელაზე არიან ბავშვები უსაფრთხო“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ, რა დროსაც მას საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ კითხვით მიმართა, თუ რისი თქმა უნდოდა ამით და დაეზუსტებინა.

„რისი თქმა გინდა, დააზუსტე. შენგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ დააზუსტე“, - მიმართა ტყემალაძემ კუპრავას.

„ის, რომ შადრევნებზე კვდებიან ბავშვები, პატარა გოგოები და ბიჭები, ბატუტებზე და საქანელაზე იხოცებიან ბავშვები... საქანელა სწორედ იმიტომ ვახსენე, რომ ოჯახის წევრების განმარტებით, საქანელა იყო ბოლო ადგილი, სადაც ეს ბავშვი, საწყალი, წუხელ ცოცხალი ნახეს“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კუპრავას ამ გამოსვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნიკურ სამსახურს მიმართა, რომ კუპრავასთვის მიკროფონი გაეთიშათ, თავად კუპრავას კი პროვოკატორი უწოდა.

„არ ჩაგირთავთ მიკროფონს. შეგიძლიათ გაბრძანდეთ და ნებისმიერ შემთხვევაში კომენტარი გააკეთოთ. თქვენ ხართ პროვოკატორი. თქვენ მოსული ხართ იმისათვის, რომ ყველაფერი იკადროთ. გარეწრებო!“ - მიმართა გიორგი ტყემალაძემ ზვიად კუპრავას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ზვიად კუპრავას ამ გამოსვლას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა მას წითელი ბუკლეტი ესროლა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის