ჩვენი ლაღი, თავისუფალი, განათლებული ახალგაზრდობა გამოგიყვანთ თქვენ წირვას, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლილე ლიპარტელიანმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.
მისი შეფასებით, ეს ახალგაზრდობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებაა.
“რაც არ უნდა ენგრია მიხეილ სააკაშვილს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანა, რაც არ უნდა ცუდი ეკეთებინა, ეს ახალგაზრდობა არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურება და მადლობა მას ამისთვის. ზუსტად ეს ბავშვები ნახავთ, რასაც გიზამენ", - მიმართა ლიპარტელიანმა საკრებულოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება თავისი პოლიტიკით რუსეთის გზისკენ მიდის.
„ყველაფერი უფასურდება, როდესაც შენი ხელისუფლება, მმართველი პარტია კოლაბორაციაშია რუსეთთან და ღიად საუბრობს მარგარიტა გრიგორიანის, ზახაროვას ტექსტებით. ქებათა ქება არის ჩვენი მთავრობის საქართველოს მტრულად განწყობილი ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა ლიპარტელიანმა.