გია ვოლსკი - დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ზუსტად იგივეა, რაც უკრაინული, რომელიც მოწონებულია ევროპის საბჭოს მიერ, ხოლო ამასთან დაკავშირებით შენიშვნებია, ესეც ბევრ კითხვას ბადებს

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ზუსტად იგივეა, რაც უკრაინული, რომელიც მოწონებულია­ ევროპის საბჭოს მიერ, ხოლო ამასთან დაკავშირებით შენიშვნებია, ესეც ბევრ კითხვას ბადებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კითხვებისა, შენიშვნები, რომელიც დასკვნებშია მუშაობას მოითხოვს.

"ვენეციის კომისიის დასკვნები იყო კრიტიკული - განიხილება ორნაირად, ერთი არის რასაც რადიკალური ოპოზიცია ღაღადებს და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს რაღაც თემებთან მიმართებით არ ჰქონდა იგივე ტექსტი, რაც წარადგინა "ქართულმა ოცნებამ" და არის მეორე პოზიცია -არის შენიშვნები და ისინი უნდა იქნას განხილული. დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ზუსტად იგივეა, რაც უკრაინული და ის მოწონებულია ევროპის საბჭოს მიერ, ხოლო ამასთან დაკავშირებით კიდევ რაღაც შენიშვნებია, ესეც ბევრ კითხვებს ბადებს, მაგრამ მუშაობას მოითხოვს. რას ჰქვია, ის თუ მოიწონა ევროკომისიამ, ეს რატომ არ მოიწონა, არის კითხვა. თუმცა, საქმიანი შეკითხვები არის, იგივე სასამართლოსთან მიმართებით - არის თუ არა გარკვეული ჯგუფი, რომელიც განაპირობებს გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი მაგალითები არის თუ არა, ეს ვენეციის კომისიამ არ იცის. მე მოვუწოდებ ყველას, "ქეისების" მიხედვით იმსჯელოს, არ შეიძლება ისეთი სისტემა შეიქმნას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმა ადამიანმა გადაწყვიტოს კონკრეტული თემა 13 -ის წინააღმდეგ. არის საკითხები, რომელზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ამაზე ასეთი ყიჟინა განპირობებულია იმ პოლიტიკური კონიუნქტურით, რომელიც შეიქმნა",- განაცხადა ვოლსკიმ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის