ანა კაკაბაძე - ჩვენ ყველას ხმა გვესმის და ყველას სიცოცხლეს ვუფრთხილდებით

პრობლემა ის კი არ არის, რომ თქვენ ამ კანონის მიღება არ გინდოდათ ან რაღაც რისკებს ხედავდით, პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი მეთოდით მთავრობის რყევა გინდოდათ,-ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ანა კაკაბაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, თუ ადამიანების რეალური მიზანი იყო რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი არ ყოფილიყო გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, „ხომ არ სჯობდა რომ მისი განხილვა დაწყებულიყო“.

„დავმსხდარიყავით, განგვეხილა ყველაფერი, თქვენ მხოლოდ ის მოახერხეთ, და ამერიკული კანონი რუსულ კანონად „დაბრენდეთ”, -განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ანა კაკაბაძის თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს 12 პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს, მათი არცერთი წარმომადგენელი იმ ჯგუფში არ არის, სადაც ამ 12 პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ხმა რომ გვესმის და ყველას სიცოცხლეს რომ ვუფრთხილდებით, სწორედ ამიტომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი“,-განაცხადა ანა კაკაბაძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა