შალვა ოგბაიძე - „ნაცმოძრაობა“ არის სენი, მალე უნდა დაგვეხსნან და დაისვენებს ქვეყანა

„ნაცმოძრაობა“ არის სენი, მალე უნდა დაგვეხსნან და დაისვენებს ქვეყანა. საზოგადოებამ „ნაცებს“ წითელი ბარათი აჩვენა, მათ კი ფილმ „მოჩვენებისა“ არ იყოს, არ უნდათ დაჯერება, რომ პოლიტიკურად მკვდრები არიან. კარგი, ჯანსაღი ახალგაზრდობა მოდის და მათგან კრიტიკას მივიღებთ, თქვენგან კი - არასდროს, -ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა.

საკრებულოს წევრმა ოპონენტებს დღეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა.

„სულ ახლახანს ჩემი შვილები სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულად ცნო პოლიტიკური დევნის კი არა, წამების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კი მომწერა, ეტყობა კრიმინალი შვილები გყავთ, უმიზეზოდ იმ დროს არავის აწამებდნენო. აქ, ამ დარბაზში, არცერთს არ მოუხდია ჩემთვის ბოდიში, რომელ მერაბიშვილზე და კეზერაშვილზეა ლაპარაკი“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა