გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა უკვე დამღლელია და მოდი, რისიც გვწამს და გვჯერა, ის საქმე გავაკეთოთ, ყველამ გავასწოროთ სამიზნე რუსულ რეჟიმზე

ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა უკვე დამღლელია და მოდი, ყველამ რისიც გვწამს და გვჯერა ის საქმე გავაკეთოთ, ყველამ გავასწოროთ სამიზნე იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მიზანი არის მკაფიო და როდესაც ცრუ მოლოდინები არ იქმნება, შედეგი აუცილებლად იდება.

„ხალხის პროტესტმა გააჩინა პოზიტიური განწყობები ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რადგან თითქმის ხელი იყო ჩაქნეული წლის ბოლო შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვართ ერთიანები და ამიტომ წამოვედით ერთად, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი. რაც მეტად გადაიწევა კანდიდატის სტატუსის მიღება, მით მეტად გადაიწევს ევროკავშირის წევრობა.

რაც მეტი კოორდინაცია იქნება მით უკეთესი იქნება. კოორდინაციამ ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან კონკრეტული შედეგები დადო. 24 თებერვლის აქცია იყო პირველი მერცხალი, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, რუსული დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს და ამან უფრო მეტი სიმყარე შესძინა საზოგადოებას, რომელიც იმ 7-8-9 მარტის აქციებში გადაითარგმნა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი იდგა. მთავარია, რომ ჩვენ გვყავს ჯანსაღი საზოგადოება, რომელზეც რუსული დეზინფორმაცია არ მოქმედებს და ამ ყველაფერში ოპოზიციას აქვს თავისი მკაფიო როლი, რომ საკითხის სიმწვავე აჩვენოს რამდენად მნიშვნელოვანია და მე მგონი ჩვენ ოპოზიციამ ეს შევძელით როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე გარეთ და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობით.

ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა უკვე დამღლელია და მოდი, ყველამ რისიც გვწამს და გვჯერა ის საქმე გავაკეთოთ, ყველამ გავასწოროთ სამიზნე იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში და დამერწმუნეთ გაცილებით მეტად წავალთ წინ, თუ ჩასაფრებული პოზიცია არ გვექნება.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და არ უნდა გადავხტეთ. შემდეგი ნაბიჯია, რომ არ მივაღებინოთ ისეთი კანონები, რომელიც დააზიანებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, აუცილებელია ერთიანობების ჩვენება ამ აქციებით“,-განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას და აღნიშნა, რომ აუცილებლად მივა და ყველა ასეთი შეკრება პირველ რიგში იმის ჩვენებაა, „უკან დახევას არ აპირებენ და რუსული რეჟიმი ვერ შეაჩერებთ“.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს