მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა

საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკრაინული არხის FREEdom-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ამასთან, ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგანან და მხარს უჭერს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მთავარი პრობლემა. ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში. როგორ უნდა მოსწონდეს მას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ძალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლუცია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული პოლიტიკის. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობაში და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები და პუტინის იდეოლოგიას პროპაგანდირებენ. ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ახლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს