ხატია დეკანოიძე - სასამართლოში არსებული კლანი უნდა დაინგრეს, რადგან საქართველო ვერ იქნება ევროპის ნაწილი, თუ არსებული სამართლებრივი სისტემა არ შეიცვლება

სისტემა და სასამართლო კლანი, რომელიც არის წარმოუდგენელი ბოროტება, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ამხელს, უბრალოდ დასაჯოს ისე, რომ შემდეგ ვერავინ გაბედოს სისტემის მხილება მეორედ, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პოლიციელისთვის, ნატალია ზარდიაშვილისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის ფაქტს.

დეკანოიძის განცხადებით, სასამართლოში არსებული კლანი უნდა დაინგრეს, რადგან საქართველო ვერ იქნება ევროპის ნაწილი, თუ არსებული სამართლებრივი სისტემა არ შეიცვლება.

„მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალმა, ყოფილმა პოლიციელმა სცადა სისტემის მხილება, მას დაუპირისპირდა მთელი ბიუროკრატიული მანქანა. სამი წლის განმავლობაში ის იყო გარეთ, შეფარდებული გირაოს სანაცვლოდ და მხოლოდ სამი წლის შემდეგ მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ. ე.ი. 3 წლის შემდეგ გადაწყვიტა სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, რომ ის საშიშია საზოგადოებისთვის, როდესაც მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ამბობს, რომ ნატალია ზარდიაშვილმა გამოიყენა პროპორციული ძალა და დაატოვებინა ადგილი იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა მის სამუშაო ადგილას.

მაშინ, როდესაც პოლიციელები ყოველდღიურად არღვევენ არა მხოლოდ საკუთარ უფლებამოსილებას, არამედ ყველამ იხილა კადრები, როდესაც ერთ ახალგაზრდას 5 თუ 6 პოლიციელი ურტყამს გამეტებით და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაშინ როდესაც ფიზიკური ძალადობისთვის არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი და არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ „ქართულ ოცნებასთან“, გავიხსენოთ ფარცხალაძის საქმე, რომელიც 5000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. მაშინ როდესაც სასტიკი დარბევა ხდება პოლიციელების მიერ, ეს არის თვალების გამოთხრა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. მთელი სისტემა თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს და 6 წლით გაუშვა ციხეში 2 არასრულწლოვანი შვილის დედა, რომელიც ასრულებდა მხოლოდ თავის მოვალეობას.

ეს უნდა გახდეს ბევრი ადამიანისთვის ძალიან ემოციური უსამართლობის მაგალითი. ახალგაზრდა გამბედავი ყოფილი პოლიციელი ქალის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გუშინ ვესაუბრე სახალხო დამცველს, ვესაუბრე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. მას არ ჰყავს გავლენიანი მეგობრები, ჰყავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შვილები, რომელთანაც დააშორეს. ამ ადამიანის დაცვა არის მნიშვნელოვანი და ყველას მინდა ვთხოვო მისი თანადგომა. სისტემა და სასამართლო კლანი რომელიც არის წარმოუდგენელი ბოროტება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ სისტემას ამხელს უბრალოდ დასაჯოს ისე რომ შემდეგ ვერავინ ვეღარ გაბედოს სისტემის მხილება მეორედ. კლანი რომელიც არის სასამართლოში უნდა დაინგრეს, საქართველო ვერ იქნება ევროპის ნაწილი თუ ეს არსებული სამართლებრივი სისტემა არ შეიცვლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს 6-წლიანი პატიმრობა სასამართლომ გუშინ მიუსაჯა. ზარდიაშვილს გამოძიება ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. თავად მსჯავრდებული კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური დანაშაულის გამო შურისძიებაა. ზარდიაშვილის თქმით, მან ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა.

საქმე განხილვაში 2020 წლის თებერვლიდან იყო.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა