ხატია დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატების მიერ მანდატის შესაძლო დატოვებაზე - გამბედაობა იქნებოდა დარჩნენ პარლამენტში და „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოლონ, რომელიც ანტიდასავლურია

ჩემი პოზიცია იქნებოდა შემდეგი: მათ მანდატი და პარლამენტი კი არ უნდა დატოვონ, გამბედაობა იქნებოდა დარჩნენ პარლამენტში და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლონ, მათ შორის იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ანტიდასავლურია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხავს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა შესაძლოა პარლამენტი დატოვოს.

ხატია დეკანოიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება დატოვოს მმართველი პარტიიდან პარლამენტი, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტში დარჩენა მეტი გამბედაობა იქნებოდა.

„ამიტომ, თუ მათ მიაჩნიათ, ქვეყნის გადარჩენის გზა, როგორც დასავლური ვექტორის შეკავება და შენარჩუნებაა, მაშინ ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რადგან პასუხისმგებლობა მათაც აქვთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მანდატების დატოვება დასავლური ვექტორის შენარჩუნებისთვის საჭირო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იქნება.

„მანდატის დატოვებით პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. პასუხისმგებლობა შეიძლება შეინარჩუნონ პარლამენტში და იყვნენ საქართველოს დასავლური ორიენტაციის დამცველები. სხვა შემთხვევაში, მანდატი დატოვა, წავიდა და პოლიტიკიდან გაქრა, რა თქმა უნდა, ეს გამბედაობას ვერ ადასტურებს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რომელმაც ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, თუ რა სჭირდება სასამართლოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსს ვერ მიიღებს, ამიტომ, დეკანოიძის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდის შეწყვეტა.

„რა თქმა უნდა, საჭიროა პოლიტიკური ნების გამომჟღავნება, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას აქამდე გვქონდა, მათ შორის სასამართლოსთან, დეოლიგარქიზაციასთან და ზოგადად, კანონმდებლობასთან მიმართებაში, კვლავ იყოს განხილული და რეალობაში მოყვანილი. ამიტომ, მუშაობაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს, პირიქით, ახლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალიან სერიოზული ზეწოლა მმართველ გუნდზე იმისათვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს