მამუკა გამყრელიძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კრემლის რეჟიმის  ცვლილებას დააჩქარებს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კრემლში ძალაუფლების ტრანზიციის დაჩქარებას გამოიწვევს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას შესაძლოა არ მოჰყვეს პუტინისტური ავტოკრატიული სისტემის დანგრევა და კრემლის მომავალი ხელისუფლებაც ავტოკრატული იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლება, პირველ ხანებში მაინც, იძულებული გახდება, მნიშვნელოვნად შეარბილოს დასავლეთთან ურთიერთობები და ასევე, შეცვალოს დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც გასულ კვირაში განვითარდა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა განვიხილოთ ვიწრო ჭრილში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური ადრესატი არის სი ძინპინი და პუტინი თამაშობს ობიექტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დროის პერიოდი, როდესაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰააგის ვერდიქტი პუტინთან დაკავშირებით ბუჩას ტრაგედიის შემდეგ ჰკიდია პუტინის თავზე, თუმცა გადაწყვეტილების გახმაურება მოხდა სწორედ ახლა, რაც შემთხვევითი არ არის მოსკოვში სი ძინპინის დაგეგმილი ვიზიტის წინ. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი არ შედის რომის სტატუტის ქვეყნებს შორის, ჰააგის ვერდიქტი გარკვეულ უხერხულობას მაინც შეუქმნის სი ძინპინს მოსკოვში ვიზიტის წინ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის თქმით, სი ძინპინმა ბოლო პერიოდში აქტიურად წამოიწყო და მოირგო „მშვიდობისმყოფელის“ როლი.

„გასულ კვირას ჩინეთმა მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ წარმატებას, როდესაც პეკინში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა ირანი და საუდის არაბეთი, რასაც შედეგად მოჰყვა დიპლომატიური მისიების გაცვლა და მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად მისი კავშირი ირანთან, რაც პეკინის დიპლომატიური გამარჯვებაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მარცხი. დასავლეთისთვის ჩინეთის, როგორც „მშვიდობისმყოფელის“ წაუგებელი თამაშის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში, პარალელურად მიმდინარეობს ჩინეთის, რუსეთის, ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტების სწავლება ამანის ყურეში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხდება ამ სამეულის ჩამოყალიბება ავტოკრატიული რეჟიმების მომავალი ალიანსისთვის.

„ამ პროცესების გათვალისწინებით, ჰააგის გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ ამერიკა - ჩინეთის მომავალი დიდი დაპირისპირების ჭრილში. ჰააგის სასამართლოს სანქცია რა თქმა უნდა ბევრ პრობლემას შეუქმნის პუტინს. ის ვერ შეძლებს დაესწროს სექტემბერში ინდოეთში C 20 - ის სამიტს, ამასთან ერთად ამ გადაწყვეტილებით პუტინის კონტაქტები საერთაშორისო პოლიტიკაში ბაშარ ასადის მსგავსი დიქტატორების და ასევე ავტოკრატების დონემდე შეიზღუდება“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს