ვლადიმერ ჩაჩიბაია - ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი

ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ჩაჩიბაიას თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემის გადაწყვეტილებაც არ აძლებს იმის "უფლებას და საშუალებას", დარჩეს პარლამენტში.

"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ", - აცხადეს ის.

მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

"მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ "ფორმულასთან".

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება