ვლადიმერ პუტინი - მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს

ვლადიმერ პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს "კონსტრუქციული როლი" „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში.

„მადლობელი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის დაბალანსებული ხაზისთვის და ამ მოვლენების ნამდვილი მიზეზების გაცნობიერებისთვის. მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს“, - აცხადებს პუტინი სტატიაში, რომელიც ჩინური გამოცემაში პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი მის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, თებერვალში ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც დასავლეთი სკეპტიკურად უყურებს.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია