ანა ნაცვლიშვილი მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით შესაძლო ჩანაცვლებაზე - შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება - სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, პრობლემა რჩება იგივე

დეპუტატები და მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით ჩანაცვლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრის ჩანაცვლება გადაწყვიტა არა განათლების სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემების გამო, არამედ იმის გამო, რომ „დარდობს, როგორ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება“ და სწორედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად დგამს ნაბიჯებს.

„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, ჯამი ანუ პრობლემა რჩება იგივე. მთელი ამ ათი წლის მანძილზე და განსაკუთრებით რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ დეპუტატები თუ მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, ჩაანაცვლებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, ვინც მართავს არაფორმალურად, არაკონსტიტუციურად, რუსული მეთოდებით და ცდილობს ამ ქვეყანას დააკარგვინოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარების გზა. ეს არის პრობლემა, რომლის დასასრულებლადაც უნდა მივმართოთ ძალისხმევა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა