ბათუ ქუთელია - რუსეთისთვისაც კი, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელსაც უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან მნიშვნელოვანია პუტინი და პუტინიზმი, როგორც ფაშიზმი, გასამართლდეს

პუტინი აბსოლუტური კეთროვანია და მისი ხელმძღვანელობით რუსეთი, როგორც სახელმწიფო, თავის ლეგიტიმურობას კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრები არ არიან, ბევრჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე რუსეთთან რაიმე სახის კომუნიკაციას დაამყარებენ.

ბათუ ქუთელიას თქმით, შანსი, რომ რუსეთში შიდაპოლიტიკური ბზარი გაჩნდეს, მხოლოდ მასობრივი უკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს.

„ქართულ ოცნებას“ არც ფორმალურად და არც არაფორმალურად შეუქმნია იმის საფუძველი, რომ რუსეთი, როგორც ჩვენი მთავარი მტერი, დაედეკლარირებინა. ახალი რეალობა, პუტინს დაკავების მანდატთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ომსაც თავისი კანონები აქვს და სწორედ იმიტომ არის პუტინი დამნაშავე, რომ ამასაც არღვევს. მათ შორისაა, ბავშვების უფლებებიც. ესაა სისტემური დანაშაული, რომლის თავშიც არის პუტინი. ის აბსოლუტური კეთროვანია და მისი ხელმძღვანელობით რუსეთი, როგორც სახელმწიფო, თავის ლეგიტიმურობას კარგავს. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრები არ არიან, ბევრჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინს ხელს ჩამოართმევენ და რუსეთთან რაიმე სახის კომუნიკაციას დაამყარებენ.

იმდენი ხანია, რაც პუტინი ხელისუფლებაშია და იმდენად გამჯდარია რუსეთში ოლიგარქიული სისტემა, რომ იქ ოპოზიციისთვის არანაირი ნიშა არ არსებობს. ვინც კი ოპოზიციონერი იყო, ან ქვეყნიდან გაიქცა ან დაიჭირეს. იმედი იმისა, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური ბზარი გაჩნდება, არალოგიკურია. ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი უკმაყოფილება დაიწყება, რაც სანქციების გაგრძელებით შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული საქართველოსთვის არის ფანჯარა, რომელიც ქვეყანამ სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უნდა გამოიყენოს.

როგორც ბათუ ქუთელიამ გადაცემაში აღნიშნა, პუტინისა და პუტინიზმის გასამართლება, რუსეთისთვისაც კი, როგორც სახელმწიფოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„რუსეთ - უკრაინის ომის ლოგიკური დასასრული ყველაფერ იმის უკან გადახვევა იქნება, რაც რუსეთმა გააფუჭა. ეს ეხება საქართველოსაც. ეს ფანჯარა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, აღვადგინოთ სამართლიანობა და მეორე მხრივ, დავიბრუნოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ძალიან მინდა, რომ პუტინის დაკავება ვიხილო. ჩემი აზრით, რუსეთისთვისაც კი, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელსაც უნდა რომ გადარჩეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინი და პუტინიზმი, როგორც ფაშიზმი, გასამართლდეს“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი