ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ კლავს ისტორიულ შანსს, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება კლავს საქართველოს ისტორიულ შანსს, რომ ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საზოგადოების ერთიანობით, კონსოლიდაციითა და პროტესტით ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ქართული ოცნება“ კლავს ჩვენს ისტორიულ შანსს, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ყველა, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ეს შანსი ჩვენი ერთიანი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. მარტის დღეებმა ეს შანსი გააჩინა, ოღონდ ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ან პირიქით, ეს ბრძოლა ახლა დაიწყო. ამიტომ, ერთიანობით, კონსოლიდაციით და პროტესტით ჩვენ მოგვიწევს დავათმობინოთ და შევცვალოთ. ასევე, ყველა იმ ადამიანმა, ვის მიმართაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დღეს „გაშავების“, სიბინძურის, ზეწოლისა და შანტაჟის კამპანია, მინდა გითხართ, რომ ეს ყველა ეს ფაქტი არის გადაცემული ჩვენი პარტნიორების მიმართ. ისინი ყურადღებით აკვირდებიან უფლებების დაცვას და არ აპირებენ, რომ ამაზე თვალი დახუჭონ. „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი, რასაც ჩვენ ვხედავთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალ-ცალკე მოერევიან ამ ხალხს, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ დღეს ცალ-ცალკე ის მოქალაქეები, ვინც ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით, არ ვართ. ყველა ერთად ვართ და ჩვენს გვერდით არის როგორც ევროპარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ნაწილი“,-განაცხადა ხოშტარიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას