ნიკოლოზ ხატიაშვილმა პოლონეთში, ევროპული უსაფრთხოების შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის მუშაობის ფარგლებში, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა რჟეშოვში გამართულ მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს და ევროპული უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურას ეძღვნებოდა, მონაწილეობა მიიღო.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, დემოკრატიული ქსელის წევრებმა და ექსპერტებმა რუსეთის შეკავების მექანიზმები, ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების როლი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში და შავი ზღვის უსაფრთხოების სამომავლო მნიშვნელობა განიხილეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მეტ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი უსაფრთხოება უფრო დაცული და განჭვრეტადი იყოს. პირველ რიგში, მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა და რიგ ქვეყნებთან ერთად, ახალი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო. ეს შესაძლებელს გახდის არსებული საფრთხეების უფრო ეფექტურად გადაჭრასა და ახალი საფრთხეების განეიტრალებას, მათ დადგომამდე. ამ პროცესში შავი ზღვის რეგიონს, როგორც სიმძიმის ახალ ცენტრს, დიდი როლი ენიჭება. უახლოესი წლების განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

„ჯეოქეისის“ ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ხატიაშვილი რჟეშოვის მერს ,კონრად ფიოლეკს, პოლონეთის სეიმის წევრ პაველ კოვალს, პოლონეთში არსებული უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა.

„საუბარი შეეხო მომავალში პოტენციური ალიანსების ჩამოყალიბებასა და ახალი მექანიზმების შექმნას, რომლებიც ერთი მხრივ, შეაკავებენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს უსაფრთხოების ახალ ბერკეტებს მიანიჭებენ. ნიკოლოზ ხატიაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ხატიაშვილი რჟეშოვის მერს ,კონრად ფიოლეკს, პოლონეთის სეიმის წევრ პაველ კოვალს, პოლონეთში არსებული უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიის ქსელი 2022 წელს დაფუძნდა და მის მთავარ ამოცანას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმების გატარება, საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა მონაწილე ქვეყნებში და მათ წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ახალი მიდგომების შემუშავება, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის, კაზიმირ პულასკის ფონდისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ ხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის