ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ ჩხენკელი ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას, მასზე მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს „ოცნებას“, მაგრამ ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი - საჭიროა მონა, რომელიც იქნება ეფექტურიც და ახალგაზრდებს გააჩერებს

გადაწყვიტეს, რომ უკეთესი განათლების მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს - მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს, - ასე აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს განათლების მინისტრის შესაძლო ცვლილებას.

მისივე თქმით, მინისტრის ცვლილება სწორედ 7-9 მარტის აქციებზე ახალგაზრდების აქტიურობას უკავშირდება.

„განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი. ადმინისტრაციული რესურსი იქნება, თუ აკადემიური ნაწილი - ეს ხალხი არის ჩვეულებრივი... ბოტებად აქციეს ეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ. ეგ არის რეალობა. მიზეზი, მინისტრის ცვლილებას რატომაც აპირებენ, არის ერთადერთი, რომ ახალგაზრდები მარტის აქციებზე გამოვიდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს, რაც თავისთავად, ცხადია, იდიოტობაა და არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეგ არის, მეტი არაფერი. კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია და ამიტომ ახლა ვიღაცა უფრო მკაცრი ხელი უნდა დანიშნონ ალბათ, თორემ ბიძინას გამოსახედიდან, იმაზე კარგი მინისტრი, ვინც ახლა ჰყავდათ.. კაცი [მიხეილ ჩხენკელი] მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას. მაგაზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი