კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება“.
„ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს კობახიძე.