განათლების ახალი მინისტრი - უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მუშაობის საკუთარ ხედვას პრემიერ-მინისტრს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

ამის შესახებ მან მინისტრად წარდგენის შემდეგ აღნიშნა.

„სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ განათლების პროცესის კარგად შესრულებისთვის. აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენს ევროპელ და დასავლელ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები. ასევე, მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

პროფესიული განათლება, ჩემი მინისტრობის პერიოდში, გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში, ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ და საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად. მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში.

დაბოლოს, ამ და ყველა სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომელიც უამრავია, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრს ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს ხედვასა და გეგმას და საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება“, - განაცხადა ამილახვარმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა