ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები და გადაწყვიტა ისინი შემოვლითი გზებით გააჩეროს

ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, მებრძოლი ადამიანები - რაც მეტ რეპრესიას მოიტანენ, მით მეტ პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადვოკატებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, დღეს იმ ადვოკატებს ხვდებიან, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით წარმოებულ საქმეებზე მოქალაქეებს იცავენ.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოვლითი გზებით გააჩეროს ეს ადამიანები. მინდა ვუთხრა, რომ ეს ადამიანები ძალიან ბევრნი არიან და რაც უფრო მეტ რეპრესიას აჩვენებს ხელისუფლება მათ მით მეტი დაუბრუნდება ხალხისგან. ამ ფონზე, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ყველა საქმეს და ტენდენციას, მათ შორის იმას, თუ როგორ იმოქმედებს სასამართლო ხელისუფლება ამ საქმეებთან მიმართებით. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ სადამსჯელო ღონისძიებები იყოს რაც შეიძლება შემსუბუქებული მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა