ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო პაპუაშვილი - ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა რომ შევიდეს ისტორიაში და ცოტათი მოთოკოს

პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო პაპუაშვილი - ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა შევიდეს ისტორიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“.

ნაცვლიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილის მიერ ახალგაზრდებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილის განცხადებები ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი გახდა. არ ვიცი, ასე დაუნდობლად რატომ ექცევა საკუთარ ბიოგრაფიას და იმ იმიჯს, რაც მან ააშენა, როცა მუშაობდა ერთ-ერთ ძალიან კარგ საერთაშორისო ორგანიზაციაში. აბსოლუტურად მიუღებელია ახალგაზრდების მიმართ მსგავსი გამოთქმები. პარლამენტს ახსოვს კარგი და ცუდი თავმჯდომარეები და მინდა გავაფრთხილო, რომ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ალბათ, არ უნდა რომ შევიდეს ისტორიაში და მაინც ცოტათი მოთოკოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ „სქრინს“, რომლის თანახმად, მას “ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს, ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სანამ ამას არ გაემიჯნება “ქართული ოცნების" თითოეული წევრი, "ქართული ოცნება" კოლექტიური დიტო სამხარაძეა".

„დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი არსება ვერასდროს გახდებოდა პარლამენტის წევრი. მანამ სანამ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი არ გამოვა და არ გაემიჯნება ამ საზიზღრობას, ეს განცხადება იქნება ყველასი სახელობითად, „ქართული ოცნების“ ყველა წევრის განწყობა და სათქმელი იქნება ეს და კოლექტიური დიტო სამხარაძე დაერქმევა „ქართულ ოცნებას“. წესები რომ მოქმედებდეს ამ ქვეყანაში და რაიმე ღირსების განცდა რომ გააჩნდეს მმართველ ძალას, ეს არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას