ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack“ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.

„ბაბალეს“ საწარმოში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, მსურველები შეძლებენ მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას, რომლის შექმნაშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსებულია „ბაბალე“-ს ვებ-გვერდზე: https://babale.ge/

ნივთების გაყიდვით შესული თანხა მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას.

„Cashback“-oსდა „ბაბალეს“მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება.

როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე cashback.ge
  2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
  3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
  1. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ