ოთარ შამუგია KfW-ის საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერს, ფრენკ მორშელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერს, ფრენკ მორშელს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულებით „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

„მადლობას ვუხდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწევენ. საგრანტო ხელშეკრულების „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში, ექვსი წლის განმავლობაში, გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებულის განვითარების ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესებასა და კონსერვაციის უზრუნველყოფას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანელი პარტნიორებისგან მიღებული გრანტით იგეგმება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, რაც ამ რეგიონებში დაცული ტერიტორიების დაარსების საფუძველი იქნება. უახლოეს პერიოდში კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურიაში დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 13%-ს შეადგენს. სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფრენკ მორშელის განცხადებით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KfW) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა მზადყოფნა გამოთქვა, ახალი დაცული ტერიტორიების განვითარებაში ქართულ მხარეს მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ 2022 წელს მოეწერა ხელი. პროექტის ღირებულება 16 245 625 ევროა. სამიზნე ტერიტორიებად შერჩეულია ახლადდაარსებული რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის დაცული ტერიტორიები. სამივე მათგანში აშენდება ვიზიტორთა ცენტრები, მოეწყობა ტურისტული საფეხმავლო ბილიკები, სარეინჯეროები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის