გიორგი ვაშაძე - მივმართავთ ღარიბაშვილს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე

მივმართავთ ღარიბაშვილს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე, ეს იქნება პირდაპირ აღქმული როგორც შეტევა, მათ შორის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაისაჯონ არა მშვიდობიანი მანიფესტანტები, რომლებიც 7-9 მარტს ღირსეულად აპროტესტებდნენ ე.წ. რუსული კანონის მიღებას, არამედ ის ადამიანები, ვინც მშვიდობიანი პროტესტის დარბევის ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება აღასრულა.

„7-9 მარტს მოხდა მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო დარბევა. დარბევა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მანიფესტანტები კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ის ადამიანები, ვინც გასცა ბრძანება და ვინც 7-9 მარტს მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა განახორციელა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ღარიბაშვილს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე, ეს იქნება პირდაპირ აღქმული როგორც შეტევა, მათ შორის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ვინმე ეიმედება დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ეიმედება სწორედ ის ახალგაზრდები, სწორედ ის სამოქალაქო სექტორი, სწორედ ის ადამიანები, ვინც იდგნენ და ღირსეულად აპროტესტებდნენ საქართველოში რუსული კანონის მიღებას.

ამასთან, მინდა მკაფიოდ ვთქვა, ბოლო 2 დღის განმავლობაში მიდის ტირაჟირება თითქოსდა ევროპარლამენტში ვინმემ დააინიცირა რუსული ტიპის კანონის მიღება. რა ინიციატივაზეც არის ევროპარლამენტში საუბარი, ეს არის რუსეთიდან მომავალი ფინანსებისა და საფრთხეების გაკონტროლებაზე, ამაზე არავინ წინააღმდეგი საქართველოში არ არის. არსად არ არის საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსების გაკონტროლებაზე, არსად არ არის საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ცივილიზებული სამყაროდან რაიმე ტიპის დაფინანსების გაკონტროლებაზე. ჩვენც ვადასტურებთ, დღეს საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან, არსებობენ პრიმაკოვების და სხვა ტიპის ფონდები, არსებობს „ალტ-ინფოები“, რომლებიც დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ მათ უნდა აკონტროლებდეს და ამის საკანონმდებლო ბაზა საქართველოში არის, მაგრამ ამის ნაცვლად, ის ცდილობს, რომ შეატრიალოს ეს კანონი, არ გამოვრიცხავთ ამას, და კვლავ მოახდინოს კონტროლი სამოქალაქო სექტორის“,- განაცხადა ვაშაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის