ელენე ხოშტარია - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს. კერძოდ, შეიცავს ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ პრემიერისთვის გამოგზავნილ წერილში, ასევე, საუბარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნულია, რომ ამ კანონის დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას დახურავს.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს, კერძოდ, ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული. ასევე, ძალიან მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ ფიქრიც კი კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება. ბუნებრივია, ამ წერილს ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოაქვეყნებდა და ეცდებოდა, რომ კარგად დაემალა, მაგრამ ვაქვეყნებთ ამ წერილს და შეგიძლიათ ნახოთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები მშვიდობიანი პროტესტანტების, ახალგაზრდების და არასამთავრობო სექტორის უფლებების დაცვას“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა