სალომე სამადაშვილი - ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა დავალებების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მანქურთებს - მანქურთებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს

ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა ყველა დავალების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მონას არ ვიტყოდი, ალბათ, უფრო მანქურთებს დავარქმევდი, რადგან მონა იბრძვის თავისუფლებისთვის და მანქურთს უკვე შეწყვეტილი აქვს ლტოლვა თავისუფლებისკენ - მანქურთებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობას და პარლამენტს ტოვებს.

მისი თქმით, დღეს უფრო მეტი ადამიანისთვის არის დისკომფორტი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესების დაცვა.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ "სქრინს", რომლის თანახმად მას დეპუტატი დიტო სამხარაძე ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს და აღნიშნა, რომ სამხარაძე "ქართული ოცნების" გამორჩეული სახეა“.

„სოციალურ ქსელში მუქარა არის არამხოლოდ იმის საფუძველი, რომ ეს ადამიანი დაიბლოკოს სოციალურ ქსელებში, არამედ ეს არის მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ ადამიანმა, რომელსაც ფიზიკური განადგურებით ემუქრება პარლამენტის წევრი სამართლებრივი მსვლელობა მისცეს ამ საქმეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები ბოროტი რეჟიმის უსინდისო, მხდალი წარმომადგენლებისგან, რომლებიც მოქალაქეებს უბედავენ სოციალურ ქსელებში მუქარას.

„ქართული ოცნება" პარლამენტიდან წასვლას სთხოვს იმ ხალხს, ვისაც აღმოჩნდა, რომ სინდისი ჰქონდათ და თავი შეიკავეს რუსული კანონის მხარდაჭერისგან და დიტო სამხარაძე მათი გამორჩეული სახეა, სწორედ ასეთები სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს და ამიტომ დარწმუნებული ვარ, არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყვება. რაც შეეხება დეპუტატებს უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის დღეს არის დისკომფორტი „ქართული ოცნების" ინტერესების დაცვა, რადგან ადამიანს ვისაც შერჩა სინდისი და იცის, რომ საკუთარი შვილების წინაშეა ანგარიშვალდებული ამ ქვეყნის მომავალზე, მათთვის დისკომფორტია რუსეთის დავალებების შესრულება. „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ვითარება, რომ პარლამენტში შემოვიდნენ დეპუტატები, ვისაც სრულად გააკონტროლებენ, რადგან რეჟიმს ეს სჭირდება და ამით არის დღეს დაკავებული კობახიძე. ისინი ზეწოლას ახორციელებენ ადამიანებზე, ვისაც არ უნდა ყველა დავალების შესრულება, რომ წავიდნენ პარლამენტიდან და მანდატი დაუთმოს მონას არ ვიტყოდი, ალბათ, უფრო მანქურთებს დავარქმევდი, რადგან მონა იბრძვის მაინც, უნდა თავისუფლება და მანქურთს უკვე შეწყვეტილი აქვს ლტოლვა თავისუფლებისკენ და მანქურთებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას