გიორგი ვაშაძე - დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების“ კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებდით

დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდება და მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოვიღებდით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება, ისევე როგორც მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონის არ მიღებასთან დაკავშირებით იყო.

„დღეს რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების" კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. 100%-იან გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ მოვიდოდნენ დემოკრატიული ძალები, რომლებიც ორ კვირაში გაატარებდნენ ყველა რეფორმას, რომელიც საჭიროა, დავალაგებდით ურთიერთობას უკრაინასთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და დეკემბერში საქართველოს ექნებოდა კანდიდატის სტატუსი და შევიტანდით განაცხადს ნატოში წევრობაზე," - განაცხადა ვაშაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა