საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და ჟურნალისტურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე და მინდა, განსაკუთრებით, საპარლამენტო ჟურნალისტებს მივულოცო და ვუსურვო საინტერესო წელი. მადლობა თანამშრომლობისთვის და საპარლამენტო ცხოვრების გაშუქებისთვის. გისურვებთ საინტერესო ჟურნალისტურ საქმიანობას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.