სერგო ჩიხლაძე - ჯობს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბრძოლაში დარჩნენ და მანდატები არ დაუტოვონ სიაში მომლოდინე რეაქციონისტ „ქოცებს“, რომლებიც მზად არიან რუსულ კანონს მეორედ, მესამედ და მეათედ მიაჭირონ ხელი

ჯობს ისინი ["ქართული ოცნების" დეპუტატები] ბრძოლაში დარჩნენ, ჯობს ეს მანდატები მათ არ დაუტოვონ სიაში მომლოდინე რეაქციონისტ "ქოცებს", რომლებიც მზად არიან ეს მანდატები აიღონ და რუსულ კანონს მეორედ, მესამედ და მეათედ მიაჭირონ ხელი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რომლებზეც ინფორმაცია ვრცელდება, რომ პარლამენტის დატოვებას აპირებენ, უმრავლესობა დატოვონ და მანდატები შეინარჩუნონ.

„ქართული ოცნების" რღვევა შიგნიდან დაწყებულია. დეპუტატები გარბიან. უფრო სწორად, აგდებენ, პირდაპირ რომ ვთქვათ. ამ დეპუტატებს მინდა ვუთხრა, რომ უბრალოდ განრიდება არ ნიშნავს, რომ მათ ეს ტალახი მოიწმინდეს. ჯობს ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ჯობს ეს მანდატები მათ არ დაუტოვონ სიაში მომლოდინე რეაქციონისტ „ქოცებს“, რომლებიც მზად არიან ეს მანდატები აიღონ და რუსულ კანონს მეორედ, მესამედ და მეათედ მიაჭირონ ხელი. ჯობს ეს ოთხი დეპუტატი, რომლებზეც არის საუბარი, დარჩნენ პარლამენტში და უმრავლესობა დატოვონ, ანუ უმრავლესობას მოაკლონ კიდევ ის 4 ხმა და არა პირიქით, აჩუქონ ეს ხმები კიდევ უფრო შავრაზმელ „ქოცებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი