21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს არის - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სესიის გახსნის დროს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მონაწილეობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად მოხდეს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათ ეხებათ.
"21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს არის - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის” და ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩავრთოთ და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.