„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება „დამოუკიდებელი ოპოზიციური მედიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებაა“.
ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ე.წ. წვრთნების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის.
„ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აგრძელებს პუტინის და კრემლის გზას და პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გააჩუმოს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედია, ეს არის მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმის საბოლოოდ გაფორმება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.