პაატა მანჯგალაძე - ოლიგარქისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც კი ერთი-ერთი „ტროლ-ბოტია“, რომელიც ფუნქციებით არაფრით განსხვავდება 500-ლარიანი ვითომ ექსპერტებისგან

ოლიგარქისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც კი ერთი-ერთი ინსტრუმენტი და ერთი ჩვეულებრივი „ტროლ-ბოტია“, რომელიც ფუნქციებით არაფრით განსხვავდება 500-ლარიანი ვითომ ექსპერტი ნიკოლაიშვილისა და ქართველიშვილისგან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" ცდილობს ხალხის მტრებად გამოაცხადოს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დამცველები არიან.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ელენე ხოშტარიას,ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრები ჰქონდათ და „ყველა დერეფანსა თუ კაბინეტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ“.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ბოლშევიკური, ცილისმწამებლური მეთოდებით ცდილობს იმ ადამიანების „გაშავებას“, ხალხის მტრებად გამოცხადებას, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დამცველები არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ მიერ 500 ლარად დაქირავებული ე.წ. ექსპერტები. არც ის, რომ ამ კამპანიას შეუერთდნენ ქალბატონი წილოსანი, პატივცემული მათიკაშვილი. როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის „ტროიკა“ ევროპაში დადის იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი, რომ არ დამენახა ოლიგარქისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც კი ერთი-ერთი ინსტრუმენტი და ერთი ჩვეულებრივი „ტროლ-ბოტია“, რომელიც ფუნქციებით არაფრით განსხვავდება 500-ლარიანი ვითომ ექსპერტი ნიკოლაიშვილისა და ქართველიშვილისგან.

ახლა რაც შეეხება სიმართლეს, ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე ნამდვილად იყვნენ ევროპაში, უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ სტრასბურგსა და ბრიუსელში და ყველა შეხვედრაზე, ყველა დერეფანსა თუ კაბინეტში ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რასაც ნამდვილად უშლის ხელს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა