ირაკლი კობახიძე ოლიგარქების დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებაზე - თუ კეზერაშვილზეა საუბარი, მივესალმები, დასასანქცირებელია - მისი დაფინანსებული ძალადობრივი დაჯგუფებები ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტზე

მგონი, კეზერაშვილზეა საუბარი, რადგან დესტაბილიზაციას კეზერაშვილი აწყობდა ერთი კვირის წინ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირისგან საქართველოსა და მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების დასანქცირებას მოითხოვენ.

კობახიძე ამბობს, რომ აგენტების კანონთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე კეზერაშვილი ძალადობას და პარლამენტზე შტურმს აფინანსებდა.

„თუ მასზეა საუბარი, მივესალმები. მის მიერ დაფინანსებული ძალადობრივი დაჯგუფებები ახორციელებდნენ შტურმს საქართველოს პარლამენტზე, ეს იყო კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული, საქართველოში ოლიგარქი აფინანსებს დესტაბილიზაციის მცდელობებს. ძალადობრივი დაჯგუფებები დაფინანსებული იყო კეზერაშვილის და მისი მეგობრების მიერ, კეზერაშვილზე ვფიქრობ, რომ დასასანქცირებელია,“ - განაცხადა კობახიძემ.

Politico- ს ინფორმაციით, რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება