არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი. ამ გზას დაადექით! ახლა განიზრახეთ, რომ ყველა, ვინც გააპროტესტა თქვენი ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, გაანადგუროთ. დაერიეთ სტუდენტებს, ოპონენტებს, მედიასაშუალებებს და ამის დასტურია დღეს, მაგალითად, „ფორმულა“. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ ელოდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო აღმოჩნდება ევროპის კავშირში? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს იცხოვრონ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში, ერთადერთ ამოცანად რჩებათ „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან.

„თქვენ ამას არ დაუშვებთ, მე კარგად მესმის. მე ილუზია აღარ მაქვს, რომ თქვენ, თქვენი ნებით, შექმნით მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოს არჩევნებისთვის. ეს ილუზია დაიმარხა ფაქტობრივად მაშინ, როცა თქვენ ამ ბარბაროსულ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი და ახლა იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგოთ, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, ბოდიში მოუხადოთ პარტნიორებს ევროპაში და ბოლოს და ბოლოს ჩვენც, ოპონენტებს, რომლებით გაფრთხილებენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა, გადახვედით გაასმაგებული ზეწოლაზე“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა