შალვა კერესელიძე - ქართველმა ხალხმა, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდმა ქომაგმა და დამცველმა, ხელისუფლება აიძულა უკან დაეხია

ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვით და ახალგაზრდების მოწინავე რიგებში ყოფნით, საქართველოში საზოგადოებრივმა მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ქართველმა ხალხმა, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდმა ქომაგმა და დამცველმა აიძულა ხელისუფლება უკან დაეხია. ამავე დროს, გაგაფრთხილათ, რომ გონს მოეგოთ და იმოქმედოთ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, -ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უმწვავესი შეფასებები გააკეთა.

„უგულო უნდა იყო ადამიანი, უარყოფითად რომ არ იმოქმედოს, როდესაც ხედავ, ერთი მხრივ, ცივილიზებული სამყარო როგორ ამხელს შენი ქვეყნის მმართველ გუნდს, რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, რუსეთის კრემლის პროპაგანდისტები როგორ აქებენ საქართველოს ხელისუფლებას. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხელით შეძლო, შეექმნა პრორუსული ხელისუფლების სახელი“, -განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის