იაგო ხვიჩია - ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლეგებს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, არ უნდათ პოლიტიკოსობა. ამ დარბაზში, წესით, პოლიტიკოსები უნდა ვისხდეთ და პოლიტიკურ საქმეებს განვიხილავდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არასდროს ყოფილა პრორუსული ხელისუფლება, რომელიც თვითონ აღიარებდა, რომ პრორუსული იყო.

„საქართველოში ყოველთვის ვლანძღავდით ერთმანეთს მიმართვებით: პრორუსო, „კაგებეს" აგენტო და ა.შ. და უცებ, ერთ დღეში გაირკვა, რომ პრორუსობა, თურმე, არც ისეთი დიდი პრობლემაა და შეიძლება მთელმა სამყარომ გვითხრას, რომ პრორუსულია ეს კანონი, მაგრამ მხარი მაინც დავუჭიროთ. დღეს საქართველოს მთავრობა ყველაზე ცუდად გამოიყურება მორალურად. სახელისუფლებო გუნდმა ერთ დღეს პრორუსულ კანონს მხარი დაუჭირა, მეორე დღეს კი უკან წაიღო. ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან ახლა, ამ დროს? სწორედ ეს მიმყარებს მოსაზრებას, რომ შეთანხმებულები არიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება