მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - ყველა ახალგაზრდაზე ამ განცხადების განზოგადება არის  ძალიან ცუდი ტყუილი და ბოროტება - სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ჩაერთო იმ „ნაცურ“ კამპანიაში

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ჩაერთო იმ „ნაცურ“ ტრენდში და კამპანიაში, რასაც ამ განცხადების განზოგადებით ცდილობენ. ეს არის ერთი პატარა რგოლი იმ ბოლშევიკურ-ფაშისტური ბულინგის, რომელსაც ახორციელებენ კამპანიის სახით. ერთი ნაწილი იყო, რომ შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ "ქეისთან" მიმართებით გაკეთებული განცხადება განეზოგადებინათ და თქვენც კი მეკითხებით, რომ ყველა ახალგაზრდაზე თქვაო, ეს არის ტყუილი და ამის განზოგადება არის ბოროტება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას ჟურნალისტის შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობოდა, როდესაც 1000-ლარიან ახალგაზრდებზე საუბრობდა.

„გეტყვით, რეალურად რა ხდება: პირობით პროცენტს ვიტყვი, ჩემი წარმოდგენით, იქ იყო მინიმუმ 90%-ზე მეტი, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა რაღაცას. მაგრამ ასევე იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც დატრენინგებული იყო საიმისოდ, რომ პირდაპირი გაგებით, ბრძოლა გაეჩაღებინათ. მათ შორის, მათი გაბრაზებული შემკვეთები და ლიდერები, უკვე ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და უკვე დადასტურებულია. მე ეჭვი არ მეპარება მაგალითად, რომ იმ კონკრეტულ თარიღში, იმ კონკრეტულ დღეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისგან გადაერიცხა 1000 ლარი - სწორედ ამაზე საუბრობდა შალვა პაპუაშვილი. თუ ეს ასე არ არის, იმ ახალგაზრდას შეუძლია გამოაქვეყნოს იმ დღის ამონაწერი, რა პერსონალურ ისეთ საიდუმლოს შეიცავს რომ ვერ აქვეყნებს?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მეორე ინფორმაციის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი, აქტივისტების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა „1000 ლარი თუ არ გადაურიცხე, არ ინძრევიან ადგილიდანო“.

მდინარაძის თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ორ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს, მავნებლობა და ბოროტებაა მის მიერ გაკეთებული განცხადების განზოგადება.

„ორ ქეისზე ლაპარაკობს ადამიანი და განზოგადებას აკეთებთ. იქ იყვნენ გულწრფელი ადამიანები და იყვნენ ადამიანები, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულ ანაზღაურებას იღებდნენ ამაში. თუ ასე არ იყო, კონკრეტული თარიღის ამონაწერი გაასაჯაროოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა