მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, სუვერენიტეტის, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში

ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ, - ასე მიმართა ოპოზიციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, პარლამენტში კანონპროექტებისთვის რუსული იარლიყის მიკერება დანაშაულია.

„ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში; დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და ზოგადად საკანონმდებლო პროცესისთვის; დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არა თუ ევროპულ მომავალს დააკარგვინებს, არამედ არსებობა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა