დავით უსუფაშვილი - ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან 10:0 წააგო - გააგრძელეთ ბატონებო ასე, გახდება 100:0

პარლამენტის წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან „ათით ნული წააგო“.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომლებიც საქართველოში მეტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა დაუშვებელია.

„პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის გადასარევად მიდის ყველაფერი. უმრავლესობა და უმრავლესობის უმცირესობა, რომელიც სინამდვილეში უმრავლესობაა, ჯიუტად არ ტოვებს იმ მინდორს, რომელზეც უკვე წააგო ათით ნული ე.წ. რუსულ კანონპროექტის თაობაზე და აგრძელებს ამ კანონპროექტის დაცვას. გააგრძელეთ ბატონებო ასე! გახდება 100-ით ნული. ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომლებიც საქართველოში მეტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა დაუშვებელი და შეუძლებელია. მათ მოტყუებულებს ეძახიან. აბრალებენ, რომ ვიღაცები შეუგზავნეს და ასე აიყოლიეს, რომ გონი და აზრი არ გააჩნიათ.

განაგრძეთ ასე! გვეძახეთ ის ტერმინები, რაც დღეს გამოიყენეთ - ფაშისტები, მოღალატეები და კიდევ უფრო მიხვდება საზოგადოება, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა მოითმინონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება