მიხეილ სარჯველაძე - ანა ნაცვლიშვილი ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა - რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს, არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია

ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა - რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს - არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია, - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით გააკეთა.

სარჯველაძემ აქვე აღნიშნა, რომ “ადამიანების უფლებებზე საუბრისას რაღაც ფასონების შემუშავება და კლიშეების დანერგვა არ ვარგა“.

“არამც და არამც სწორი არ არის რაღაც არჩეული სტერეოტიპებით ვიმსჯელოთ, ერთი მიმართულებით ვიღაცის უფლება დავიცვათ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელვყოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სესიაზე განხილვის საგანი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ იყო, რომელიც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა წარადგინა. სწორედ აღნიშნულ პროექტზე მსჯელობისას, “ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ნაცვლიშვილმა მასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ქართული ოცნება“ თანამშრომლობს და მისი პროპაგანდის მთავარი საყრდენია ადამიანი, რომელიც სასამართლოს მიერ მხილებულია ძალადობაში. ნაცვლიშვილის თქმით, ამის შემდეგ დაუჯერებელია, რომ “ქართულ ოცნებას“ ქალთა უფლებები მართლა აწუხებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას