თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიწრო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესი აქვთ,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ "გირჩთან" დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არაკეთილსინდისიერი გზებით იღებდნენ ფინანსებს, რაც დარეგულირებული და შეზღუდული იქნება ახალი კოდექსით და სწორედ ამან გამოიწვია მათი "ისტერია".
"ჩვენ საკომიტეტო განხილვებიც გვქონდა და მომსწრები ხართ, როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა დისკრედიტაცია რეფორმის, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესი, კონკრეტულად ერთ საკითხზე, რომელმაც გამოიწვია მათ მიერ არაკეთილსინდისიერი გზებით ფინანსების მიღება, ეს კოდექსით დარეგულირდება და აღარ ექნებათ შესაძლებლობა, სწორედ აქედან არის გამოწვეული ის ისტერია, რასაც ისინი ახორციელებენ. მათი ინტერესები ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში", - განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიზანია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
"დღეს ყველაფრის კადრების მომსწრე გავხდით. რეფორმებს რასაც ვახორციელებთ, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები. თავდაცვის კოდექსი შეჯერებულია დასავლელ პარტნიორებთან, გაზიარებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრების და დღეს მას უწოდეს გარკვეულმა ჯგუფებმა რუსული. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და პირდაპირ ემსახურება თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას. ჩვენი ამოცანა და მიზანია, გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა გიორგაძემ.