რომან გოცირიძე პარლამენტის ბოიკოტზე - ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე - გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება.

რომან გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა.

„ბოიკოტისტობა“ რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები.

არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ - „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა -მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, - წერს რომან გოცირიძე.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას