მაია ბითაძე - მრცხვენია, რომ ვიცნობ ადამიანებს ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე უმრავლესობის დეპუტატს მაკა ბოჭორიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ცუდია, რომ იცნობს ადამიანებს ოპოზიციიდან, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი.

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას. მართლა მრცხვენია, რომ, სამწუხაროდ, ვიცნობ ადამიანებს ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები. ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!“- წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მაკა ბოჭორიშვილს „საქართველოს სირცხვილი“ მას შემდეგ უწოდა, რაც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ევროკავშირის წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავადაა საჭირო და არა ცალ ფეხზე კუთხეში დასადგომად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა