ნიკოლოზ ხატიაშვილმა უკრაინაში შეხვედრები გამართა

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის მუშაობის ფარგლებში, „ჯეოქეისის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტისას, დემოკრატიული ქსელის წარმომადგენლებმა და უკრაინელმა ექსპერტებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებთან და რეგიონის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთობლივი დისკუსია გამართეს.

ყურადღება უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო სცენარებზე და ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების საჭიროებაზე გამახვილდა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ქოლგა არ იცავს.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ქსელის წევრები ოფიცერთა სახლს, მეომრის სახლს ესტუმრნენ და პატივი მიაგეს ლიჩაკოვის სასაფლაოზე მდებარე იმ უკრაინელი გმირი ჯარისკაცების საფლავებს, რომლებიც რუსეთთან ომში დაიღუპნენ.

„მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, უკრაინაში ჩავსულიყავით. ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ექსპერტებთან, სამხედროებთან და აქტივისტებთან, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ. მათ პირადად გაგვაცნეს უკრაინაში არსებული ვითარება, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე, პოლიტიკურ განზომილებაში და ომის დასრულებასთან დაკავშირებით თავისი ხედვები გაგვიზიარეს.

უკრაინელებმა დიდი მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ, როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, ასევე, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების დახმარების და საერთაშორისო ფორმატებში დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებისა და სამხედრო შეიარაღების მიწოდების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის პროცესში მეტი ხელშესახები შედეგებისა და წარმატების მიღწევას შეძლებს. ამ კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი, უკრაინისთვის საერთაშორისო ასპარეზზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას