ბაკურ კვაშილავა - მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის დაინტერესებას იმით, რომ რუსეთი ბოლომდე არ დამარცხდეს, რადგან ჩინეთი გრძნობს, რომ მარტო დარჩება აშშ-ის წინააღმდეგ

GIPA-ს პროფესორის, ბაკურ კვაშილავას განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი აჩვენებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება და რომ ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი ძვრები მოსალოდნელი არაა“.

როგორც კვაშილავამ აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის დაინტერესებას იმით, რომ რუსეთი ბოლომდე არ დამარცხდეს.

„უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სი ძინპინს თავის პრესკონფერენციაზე არ გაუკეთებია არანაირი აქცენტი უკრაინასთან რუსეთის მიმართების შესახებ. საუბარი იყო მხოლოდ რუსეთ- ჩინეთის თანამშრომლობაზე, თავად პუტინი კი აკეთებდა აქცენტს, რომ ჩინეთის გეგმა მსგავსია იმ ხედვისა, რომელიც მას აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი ძვრები მოსალოდნელი არაა. ვიზიტის მნიშვნელობა კი ისაა, რომ ეს აჩვენებს ჩინეთის დაინტერესებას იმით, რომ რუსეთი ბოლომდე არ დამარცხდეს, რადგან ჩინეთი გრძნობს, რომ მარტო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე იყო ისიც, რომ ასეთი სახელმწიფო დონის ვიზიტი შედგა მოსკოვში“,- განაცხადა კვაშილავამ.

ამასთან, კვაშილავას შეფასებით, ჩინეთის ოფიციალური იმიჯია, რომ ის მიმდინარე ომში მომრიგებელია, სინამდვილეში კი სურს, „რაღაც დონეზე მაინც შეინარჩუნოს დასავლეთისგან დამოუკიდებელი რუსეთის არსებობა“.

„ჩინეთის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის ალბათ იყო ის, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი და რუსეთი უკომპრომისო ბრძოლაში არიან ჩართული, ჩინეთი რჩება მომრიგებლად ამ ორ ძალას შორის (რუსეთი და ჩინეთიც ხომ ამ ყველაფერს უყურებენ როგორც დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირებას და არა როგორც უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, როგორც ჩვენ ვხედავთ ამას). ამ ბრძოლაში ჩინეთი გამოდის როგორც მომრიგებელი, მშვიდობიანი მხარე, რომელსაც სურს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რისი მაგალითიც თვითონაა. სწორედ ამიტომ ცდილობს შუამავლობას. ესაა ოფიციალური იმიჯი, რომლის წარმოდგენაც სურს ჩინეთს. სინამდვილეში კი, ჩინეთს სურს, რაღაც დონეზე მაინც შეინარჩუნოს დასავლეთისგან დამოუკიდებელი რუსეთის არსებობა, რომელიც შეძლებს მას მიაწოდოს იაფი ენერგია და სამხედრო ტექნოლოგიები, რასაც ახლა აკეთებს“,- განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიო, დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კონფლიქტიდან რუსეთი გამარჯვებული ვერ გამოვა.

„მგონი, ჩინეთიც და მთელი მსოფლიოც დარწმუნებულია, რომ ამ კონფლიქტიდან რუსეთი გამარჯვებული ვერ გამოვა, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორსაც რუსეთი ფიქრობდა ერთ წლის წინ, თებერვალში. ამ ფორმით რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, დღეს რუსეთის გამარჯვება იქნებოდა ის, რომ სტატუს-კვო ეღიარებინა ვინმეს, როგორც მოლაპარაკების დაწყების პოზიცია, ესაა სწორედ მიუღებელი უკრაინისთვის, ამისთვის იბრძვის დღეს რუსეთი, მაგრამ ამ პირობებში, ესეც შეუძლებელია“,- განაცხადა კვაშილავამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას