სალომე სამადაშვილი - თუ ხელისუფლება რეფორმებს არ გაატარებს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და მათ მოენატრებათ ის, რაც 7-8 მარტს ნახეს - ვინც გაბედავს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მოპარვას, პასუხს უმკაცრესად მოსთხოვენ

თუ სასწრაფოდ არ გაატარებს ხელისუფლება რეფორმებს, ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ქვეყანა და მათ მოენატრებათ ის, რაც 7-8 მარტს ნახეს ქუჩებში - ყველას, ვინც გაბედავს ევროპული მომავლის ქვეყნისთვის მოპარვას, უმკაცრესად მოსთხოვენ პასუხს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სამადაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, ყურადღებით წაიკითხონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან ერთად და დაიწყონ ამ რეკომენდაციების შესრულება.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ აქამდე არაფერი გაკეთებულა.

„ქართული ოცნება“ თუ სასწრაფოდ არ დაიწყებს იმ რეფორმების გატარებას, რასაც ითხოვენ დასავლელი პარტნიორები, არ დაიწყებს სასამართლო კლანის დაშლას, არ დაანებებს თავს თავისუფალი მედიის დევნას, არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის გვარამიას გათავისუფლება, რაც აჩვენებს პარტნიორებს, რომ შეიძლება, ცდებოდა ეს ხელისუფლება, მაგრამ დღეს ცდილობს, სხვანაირად გააკეთოს რაღაც, ამას ყველაფერს თუ არ გააკეთებს „ქართული ოცნება“ არანაირ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს ეს ქვეყანა და „ქართულ ოცნებას“ მოენატრება ის, რაც მათ ნახეს 7-8 მარტს თბილისის ქუჩებში, რადგან ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად ცხადი გახადა ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული და ყველას, ვინც გაბედავს რუსეთის დავალებით ევროპული მომავლის ქვეყნისთვის მოპარვას, ქართველი ხალხი უმკაცრესად მოსთხოვს პასუხს. ამიტომ ყურადღებით წაიკითხონ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და 12 მოთხოვნა ევროკავშირის და დღეიდან დაიწყონ მათი შესრულება რადგან დღემდე ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას