გედევან ფოფხაძე - ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა

ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბიზნეს ცენტრ "ტერმინალთან" გამართული აქცია შეაფასა.

მისივე თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციების უკან რეალურად სუს-ი დგას.

"აბსურდია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ასეთი ფორმით თავის ოპონენტებთან ურთიერთობას. ჯერ ერთი, ჩვენ ვიცით, რომ ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება "ქართულ ოცნებას" სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა. ესე იგი, თუ მე არ მაქვს სახე, მე ვარ "ბოტი" ან "ტროლი", მე შემიძლია ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ძალადობა განვახორციელო. ამას ხელისუფლება ახალისებს და მხარს უჭერს," - განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ბიზნეს ცენტრ „ტერმინალთან“, სადაც სამი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, აქცია გაიმართა. ახალგაზრდებს სახეზე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ და აცხადებდნენ, რომ ისინი ე.წ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში