მამუკა მდინარაძე - ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ჩაიდინა თაღლითობა

ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ჩაიდინა პირდაპირ თაღლითობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბება ბევრი ახსოვს მთელ მსოფლიოს, მაგრამ სადაც არ გაყალბდა არჩევნები, იქ გაყალბდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ასეთი არ ახსოვს მსოფლიოს, მოხდა საქართველოში.

„არ ხართ ვალდებული, მაგრამ თუ გაქვთ ნება? თქვენ ამბობთ, რომ რადგან ეს ორგანიზაციები არიან ის ორგანიზაციები, რომელზეც ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისინი არიან აპრიორში და ავტომატურად სანდოები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხშირად მოხვედრილა ISFED-ის მონაცემები და თვითონ კი არ ლაპარაკობს, შეგნებულად ახდენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ციტირებას, ეს შემთხვევითი არ არის, მაგრამ ახლა მე თქვენ გეკითხებით, ISFED თქვენთვის სანდოა თუ არ არის სანდო? არ პასუხობთ, რატომ იცით, მართალი ბრძანდებით, თქვენ არ ხართ ვალდებული, მაგრამ თუ გაქვთ ამის ნება, სპეციალურად გითხარით, არ გაქვთ ამის ნება, ამიტომ მე გიპასუხებთ - ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ჩაიდინა პირდაპირ თაღლითობა. "ენჯეოა", ვერ ავუკრძალავთ საქმიანობას, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ISFED-ის სანდოობის ხარისხი გადის აქ. არჩევნების გაყალბება ბევრი ახსოვს მთელ მსოფლიოს, მაგრამ სადაც არ გაყალბდა არჩევნები, იქ გაყალბდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ასეთი არ ახსოვს მსოფლიოს, მოხდა საქართველოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა