ოთარ გრიგოლია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ამ საკითხს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოთარ გრიგოლიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის ხაზგასმა ევროსაბჭოს რეზოლუციებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ოთარ გრიგოლიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში; გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას; ასევე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალშიც მნიშვნელოვან ადგილს შეუნარჩუნებს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც მიიღებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრმა რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დაინტერესდა, თუ როგორ განიხილავს საპარლამენტო ასამბლეა და ევროსაბჭო ქალაქების გაძლიერების პროცესს.

დღესვე, თბილისის საკრებულოს წევრები კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდებიან.

შეგახსენებთ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის მუშაობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მონაწილეობენ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება